სიახლეები

ფანასკერტელის მონაწილეობა საექთნო განათლების პროგრამის განვითარების შეხვედრაში

სიახლეები
24 ნოემბერი, 2024

 

2024 წლის ნოემბერში, საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი მონაწილეობდა საქართველოს კარიტასის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც დაეთმო საექთნო განათლების განვითარების საკითხებს.

შეხვედრაზე განიხილეს საექთნო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული სწავლის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში და მოდულების განაწილებას, რაც ხელს შეუწყობს ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას.

ფანასკერტელი კოლეჯი მადლობას უხდის საქართველოს კარიტასს შეხვედრის ორგანიზებისთვის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. კოლეჯი მზად არის, განაგრძოს მონაწილეობა საექთნო განათლების გაუმჯობესებაში, რათა სტუდენტებს მიაწოდოს ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი განათლება.

 

მადლობა 10 წლიანი მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის!
ფანასკერტელი სიამაყით გისურვებთ წარმატებას ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად.