სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი

სიახლეები
25 ნოემბერი, 2024
საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელში 2024 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა სახანძო უსაფრთხოების ტრენინგი. მსმენელები გაეცნენ სახანძხრო უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებსა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს. თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების უფლებები და მოვალეობები. ტრენინგს უძღვებოდა სერტიფიცირებული ტრენერი გიორგი დევდარიანი.
ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელძღვანელები და პროფესიული მასწავლებლები.
კოლეჯის ტერიტორიაზე ჩატარდა საევაკუაციო სწავლება რომლის დროსაც შემოწმდა სახანძრო უსაფრთხოების კომპონენტები. მოხდა ელ-ენერგიის გათიშვის სიმულირება მანათობელი საევაკუაციო ნიშნებისა და ავარიული განათების შესამოწმებლად.
ტრენინგის შემდეგ სასწავლო ევაკუაცია განხორციელდა კოლეჯში მყოფი პროფესიული სტუდენტებისა და ტრენინგის მონაწილეებისთვის.