სიახლეები

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის თელავის ფილიალში ჩატარდა სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი.

სიახლეები
21 იანვარი, 2025
საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის თელავის ფილიალში ჩატარდა სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი. მსმენელები გაეცნენ სახანძრო უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებსა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს. თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების უფლებები და მოვალეობები. ტრენინგს უძღვებოდა სერტიფიცირებული ტრენერი ჰამლეტ მოლარიშვილი.
ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელძღვანელები და პროფესიული მასწავლებლები.
კოლეჯის ტერიტორიაზე ჩატარდა საევაკუაციო სწავლება რომლის დროსაც შემოწმდა სახანძრო უსაფრთხოების კომპონენტები. მოხდა ელ-ენერგიის გათიშვის სიმულირება მანათობელი საევაკუაციო ნიშნებისა და ავარიული განათების შესამოწმებლად.
ტრენინგის შემდეგ სასწავლო ევაკუაცია განხორციელდა კოლეჯში მყოფი პროფესიული სტუდენტებისა და ტრენინგის მონაწილეებისთვის.