სიახლეები

კოლეჯი ფანასკერტელი: მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა

სიახლეები
21 იანვარი, 2025

კოლეჯი ფანასკერტელი: მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა.

11 იანვარს კოლეჯ ფანასკერტელში პროფესიული განათლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს:
1️⃣ პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი სტანდარტი, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
2️⃣ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები.
3️⃣ პროფესიული მასწავლებლის ეთიკის კოდექსი.
გარდა ამისა, მასწავლებლებს წარედგინა კოლეჯის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.
კოლეჯი ფანასკერტელი მუდმივად აფასებს და იყენებს მასწავლებლების უკუკავშირს, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.