სიახლეები

ვაკანსია: ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული განათლების მასწავლებელი

სიახლეები
1 ოქტომბერი, 2025

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული განათლების მასწავლებელი

ძირითადი მოვალეობები

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული დარგობრივი მოდულების სწავლება (სწავლების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება)
  • სტუდენტების ინფორმირება შესაბამისი მოდულებისა და განხორციელების მიდგომების შესახებ
  • სტუდენტების ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ;
  • აქტიური ჩართულობა კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებასა და გაუმჯობესებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • დარგის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ან/და განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში;
  • სასურველია  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება  პროფესიული მასწავლებლის პოზიციაზე;
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები და კომპეტენციები

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი;

რას გთავაზობთ

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა;
  • მეგობრული სამუშაო გარემო და თანამშრომლობის კულტურა.

📍 სამუშაო ადგილი: კოლეჯი ფანასკერტელი (გ.ზაზიაშვილის ქ. 1)
🕒 დასაქმების ტიპი: არასტანდარტული (გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად)

ანაზღაურება: შეთანხმებით

განაცხადის მიღების ვადა: 10 ოქტომბერი, 2025 წელი.

👉 დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე მოტივაციური წერილი ელექტრონულ მისამართზე: hr@fan.edu.ge

📞დაგვიკავშირდით ნომერზე: 571 04 45 55