
სამუშაო შეხვედრა კახეთის მხარეში – პროფესიული განათლების გაძლიერებისთვის
კახეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ინიციატივით გაიმართა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და მათი მოადგილეები.

შეხვედრას ასევე დაესწრო:

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის თელავის განყოფილების მენეჯერი ჯეინაზ შერმაზანაშვილი

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბატონმა პლატონ კალმახელიძემ და მუნიციპალიტეტების მერებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ კურსდამთავრებულების დასაქმებას შრომით ბაზარზე.

განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ფილაშვილმა, კოლეჯ ფანასკერტელის მიმართ, აღმზრდელის პროფესიული პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის, რომლის კურსდამთავრებულები სრულად დასაქმდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტში.

კოლეჯი ფანასკერტელი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო და ადგილობრივ ინსტიტუციებთან, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლება და წარმატებული კარიერული გზის დაწყება რეგიონში.