
19 მაისს კოლეჯ ფანასკერტელს ეწვია ჩვენი პარტნიორი კომპანია „გეფა“-ს HR განყოფილების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია „გეფა“-ს კარიერული შესაძლებლობების, დასაქმების პროცესისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივების შესახებ.

კომპანიის HR გუნდის წევრებმა ისაუბრეს „გეფა“-ს მისიის, ღირებულებებისა და თანამშრომლების მხარდაჭერის სისტემებზე, რაც განსაკუთრებით საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვის.

კოლეჯი ფანასკერტელი 2018 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს „გეფა“-სთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში მუდმივად უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმებას ჯიპისისა და ფარმადეპოს ქსელში, საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტებს შევთავაზოთ კარიერული განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები და რეალური სამუშაო გამოცდილება.